05:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 17:21:52, 855 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა „გლობალური კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველოს პოზიციაზე - მიუთითებს, რომ ქვეყანა წლიდან წლამდე აჩვენებს შესაძლებლობების მაქსიმუმს

„გლობალური კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა ორი ადგილით და შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზეა, 100 პროცენტიანი შკალით - 62,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია სამეზობლოში - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის მიერ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში" საქართველოს მიერ მიღწეული პოზიციის შეფასებისას  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას.

„პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველოზე წინ მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. ამ ანგარიშში ჩვენი ქვეყანა წინ უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი. გარდა ამისა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა და ბაზარზე წვდომა, 10-წლიანი განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სწორად მიდის და მომავალშიც ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისათვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics