07:27 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 13:19:29, 562 ნახვა

საზოგადოება
ნინო წილოსანი „ფორმულას“ ჟურნალისტს ტყუილსა და დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ტელეკომპანია ფორმულას მიმართავს.

დეპუტატი სოციალურ ქსელში ვახო სანაიას სტატუსს ავრცელებს და მას დისკრედიტაციასა და ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"თქვენი ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან გუშინს შემდეგ ვრცელდება მდაბიო ტყუილი, რაც მიზნად ისახავს ჩემს, როგორც დეპუტატის, დისკრედიტაციას და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

ამ ერთი ფაქტის გარდა, აღნიშნულმა პიროვნებამ  უკვე არაერთხელ გამოხატა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩემს მიმართ 
მისი ქმედებები ატარებს მიზანმიმართულ და სისტემატიურად განმეორებად ხასიათს. 
ეს ყველაფერი ნათლად ემსგავსება ადევნებას და მე, როგორც ქალ პოლიტიკოსს, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მაყენებს ‼️
მოგიწოდებთ დროულად იქონიოთ მის მიზანმიმართულ ქმედებებზე რეაგირება, რათა მან აღიაროს მისი მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტ თქვენს მედიასაშუალებასთან კომუნიკაციას და ამის გამო ბოდიშს ვუხდი თქვენს ყველა სხვა ჟურნალისტს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს. - წერს ნინო წილოსანი


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics