22:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 12:00:31, 644 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოზი ილია – ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს ბრძოლაა საქართველოსთვის

ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება, – ამის შესახებ დეკანოიზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს.

დეკანოძი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მოშიმშილე დეპუტატებსა და აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება. 

"მიმდინარე თვენახევრიანი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნის აღმშენებლისა და 90-იანი წლების კრიმინალური სიბნელისა და ჯოჯოხეთისგან საქართველოს გამომყვანის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ეს არის ნამდვილად ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის გმირობა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოს გადარჩენისათვის რათა ქვეყანა გამოვიდეს ამ ოლიგარქიული, პრორუსული მმართველობიდან, რომელშიც უკვე ეჭვი აღარავის აღარ ეპარება მსოფლიოში, ეს ძალიან ცხადია. 

მე ვუსურვებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს დროულად აღსრულებას საკუთარი მიზნების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და მრავალჟამიერ დღეგრძელობას. მივესალმები საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატს, ვინც შიმშილობს მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად საქართველოსათვის, ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოსათვის და იმედს ვიტოვებ, რომ შიმშილობის დღეები მალე დასრულდება, და ყველა კანონიერი და ეროვნული მიზანი და მოთხოვნა აღსრულდება და დაკმაყოფილდება, ეს მიმდინარე შიმშილობები კი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება ძალიან დიდი ასოებით, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული დღეები რომელმაც გამოიტანა უდიდესი კეთილი ნაყოფი საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ერის გადარჩენისა და აღმშენებლობისათვის", - აცხადებს დეკანოზი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics