07:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 17:39:05, 985 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს

ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

მისი განცხადებით, გლობალური ლოქდაუნის ფონზე, კერძო სექტორისათვის პანდემიის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ეკონომიკური აღდგენა არათუ მიმდინარე წელს, არამედ 4-5 წლიან პერიოდშიც შეუძლებელი ყოფილიყო.

„შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკაც მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდილ ფისკალურ დეფიციტსა და შესაბამისად გაზრდილ ვალში აისახა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს. ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე ჩვენი ვალდებულებაა განვითარებისთვის სათანადო პირობები შევუქმნათ კერძო სექტორს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მაქსიმალურად სწრაფად უნდა შემცირდეს ფისკალური დეფიციტი, იმისათვის, რომ არ შეიზღუდოს კერძო სექტორის განვითარების პოტენციალი და ასევე, უნდა გატარდეს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმები.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics