|
2021-11-15 14:06:07, 331 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მოიწონეს
ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა. კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტები, ზედაპირული წყლის ობიექტებზე სანებართვო სისტემის აღდგენა, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა, უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციები. წყლის რესურსების მართვა განხორციელდება შემდეგი სახით: დადგინდება აუზების/სააუზო უბნების საზღვრები, შემუშავდება მდინარეთა აუზების სააუზო მართვის გეგმები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, მდინარის აუზების მართვა განხორციელდება მდინარეთა/სააუზო უბნების სააუზო მართვის გეგმების საფუძველზე. მდინარის აუზის მართვას განახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შეიქმნება სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოები, რომლის შემადგენლობაში შევა აუზის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტების, ძირითადი წყალმოსარგებლე ობიექტების და საზოგადოების წარმომადგენლები. კანონპროექტით დადგენილი ნორმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება ეტაპობრივად. წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაფარდობის ჩამოყალიბებას.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)