|
2021-11-14 11:32:53, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ხანიშვილი „IFAD“-ის საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეირნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ახალ დირექტორს, ფიდი რაჯაონსონს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამის „მერძევეობის მოდერნიზაცია და ბაზრებზე წვდომა“ (DIMMA) მიმდინარეობა შეაფასეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. “ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს. მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზრებზე წვდომის (DIMMA) პროგრამაც სწორედ ამას უწყობს ხელს. პროგრამა, მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვს, ფაქტობრივად, სრულად ფარავს. თითოეული ასეთი პროგრამის წარმატება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც შეხვედრაზე IFAD-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა, ფიდი რაჯაონსონმა აღნიშნა, პროგრამის მიმდინარეობის ამჟამინდელ ეტაპს ფონდი დადებითად აფასებს. “საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითრების სახელმწიფო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია “IFAD”-ის პრიორიტეტებთან. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ საქართველოს მხარი დავუჭიროთ დარგის სამომავლო განვითარებაში და არსებული ამოცანების შესრულებაში. “DIMMA”-ს პროექტის წარმატებით განხორციელება იქნება წინაპირობა “IFAD”-ის მხრიდან კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ფიდი რაჯაონსონმა. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” (DIMMA) პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური განვითარება მოქნილი და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების და მერძევეობის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის სექტორში დასაქმებული ფერმერების გრანტებით უზრუნველყოფას, სადემონსტრაციო ფერმების მოწყობას, სწავლებებს სხვადასხვა მიმართულებით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. ცნობისთვის, პროგრამა ასევე ფინანსდება საერთაშორისო ორგანიზაციის „ადაპტაციის ფონდი“ (Adaptation Fund) გრანტით.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)