08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 17:24:33, 676 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იოანე - სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო შეზღუდული რაოდენობით იკვებებოდა, ეს არც შიმშილობაა და არც მარხვა

შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა,- ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფემ იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის გამო შეზღუდული რაოდენობით იკვებებოდა და ეს არც შიმშილობაა და არც მარხვის დაცვა.

„შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც ერთი, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება. ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება რომ ეს არ იყო არც შიმშილი... მეუფე ეტყობა ინფორმირებული არ იყო, ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი“, - განაცხადა მეუფე იოანემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics