08:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 12:36:26, 767 ნახვა

საზოგადოება
ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე, 79 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ კლინიკა „ბომონდში“ დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ერმალო მაღრაძე „ბომონდის“ ინტენსიურ განყოფილებაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს. მას ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული. რეჟისორი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.

„პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას", – აცხადებს კლინიკა „ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი, ირმა მესხი.

ერმალო მაღრაძე სამტრედიაში 1943 წელს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჯერ რეჟისორის ასისტენდან, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დაარსა ერმალოფილმი. 1995 წელს გამოდის მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შვეციის პრინცი იმერეთიდან. ავტორია ფილმებისა გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, სიძე, თეა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics