08:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 16:12:59, 681 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსთავის ციხეში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა

საქართველოს მესამე პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილს თქმით მას რუსთავის #12 დაწესებულებაში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს.

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო.

„მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი. 

საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეო მტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო." - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics