|
2021-11-11 10:55:40, 684 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი – რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? გვითხრეს ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმანეთს მოკლავთო
სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა? - მიშასთვის - მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს? გვითხრეს: ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო. საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო“, - წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)