10:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 11:16:32, 521 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწეს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკა ოლსონი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) დირექტორთან - სარა რუპერტთან ერთად ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო, რის შემდეგაც დეპარტამენტის თანამედროვე შენობაში განთავსებული სხვადასხვა ლაბორატორიები: ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ასევე, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზების ლაბორატორიები და ტირი დაათვალიერებინა.

გიორგი ბუთხუზმა ერიკა ოლსონს მადლობა გადაუხადა ამერიკული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics