10:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 10:49:59, 691 ნახვა

საზოგადოება
ელენე ხოშტარიას მამა ხელისუფლებას - დედა ეტირებათ, ერთი ღერიც რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან

დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. - ასე გამოეხმაურა "დროს" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამლვა იგეგმებოდა. 

ამასთან, გოგი ხოშტარია ხელისუფლებას ურჩევს რომ ფრთხილად იყვნენ.

"რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, ფრთხილად იყვნენ, ცეცხლს ეთამაშებიან. დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. მარტო ჩემგან არა, ყველასგან. იმიტომ, რომ ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ პარტიაში და რაღაცა... აი, ძალიან სიბინძურეა, რა და ფრთხილად იყვნენ", -თქვა გოგი ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილებოდა. 

კომენტარიდან მალევე ელენე ხოშტარია, კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყურადღების გადატანის მცდელობა იყო არარელევანტურ საკთხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics