08:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 23:34:30, 568 ნახვა

პოლიტიკა
პირადი ექიმი - მოვითხოვ, ვნახო სააკაშვილი, გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო

გუშინ ვნახე, იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კონსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იგი მოითხოვს სააკაშვილთან შეხვედრას, რადგან ძალიან ღელავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„მე გუშინ ვნახეპრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოჯერ , იყო საკმაოდ სუსტად, გუშინვე მოვახსენე ამის შესახებ საზოგადოებას და დღეს ამიტომ ჩავატარე დილას კონსილიუმი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ჩავატარეთ ავადმყოფის გარეშე, რამდენიმე საათი ვიყავით იქ, მაგრამ მიშა არ გვინახავს. ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო , აუცილებელია ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ, ჩემი აზრით, ჩემ მიერ და ჩემი კოლეგების მიერ მისი ნახვა დღეს აუცილებელია“ - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics