11:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 14:58:42, 497 ნახვა

საზოგადოება
თემატური ტურების სახელმძღვანელოში ბათუმის 12 და ქობულეთის 5 ტური შევა

ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გიდების თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება, პროფესიონალი გიდების მიერ დამუშავებული ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 5 თემატური ტური განთავსდება. პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ დამუშავებული ბათუმის ტურის პრეზენტაცია გამართეს და სტუმრებს ძველ ბათუმში, ბულვარსა და ქალაქის ზღვისპირა ზოლში განთავსებული ისტორიულ-კულტურული, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები გააცნეს.

პროექტის მიხედვით გიდებმა ბათუმისა და ქობულეთის პრაქტიკულ ტურები შეიმუშავეს, რომელშიც ქალაქების ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახა. ბათუმისა და ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 20-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული.

სამენოვანი წიგნი ბათუმსა და ქობულეთში არსებული და ახალი,  საინტერესო თემატიკის  ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics