09:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 20:07:51, 550 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა გასამართლდება

თქვენ ნახეთ ის წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც "მელკი" პროვოკატორი. - ამის შესახებ  ოპოზიციურმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. 

მან ხელისუფლება პუტინი რეჟიმს შეადარა და განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს.

"თქვენ ნახეთ ის წვინტლიანი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც "მელკი" პროვოკატორი, როგორც პირდაპირ გეტყვით, არ მომერიდება, როგორც წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელმაც გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და დაიწყო ქირქილი, რომ თითქოს, რაღაც საჭმელებს იღებს სააკაშვილი და თითქოს არ შიმშილობს. მაშინ, შე წვინტლიანო ნაბიჭვარო, მინდა, გკითხო, ვისთვის შექმენი ეს კონსილიუმი? ვისთვის დადიან ექიმები აქ ყოველდღე, თუ არ შიმშილობს. თქვე მართლა ნაბიჭვრებო, რა სალამურიდან გამოგთალათ, თქვენი... 

ახლა ეს ტყუილი, რომელიც გუშინ დადგეს და დღეს მთელი დღე მდინარაძეებმა, ამ კოლექტიურმა სახეზებმა კაკაფონია ატეხეს, ამ კაკაფონიას კარგად უპასუხა, სიმართლით უპასუხა ომბუდსმენმა და მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა განცხადება გააკეთა, რომ ყოველი პრეპარატი, ყოველი გრამი სითხის, თუ რაღაც ტაბლეტის, რასაც სააკაშვილი იღებს შიმშილობის 37-ე დღეს, არის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების და ექიმების მიერ დანიშნული და ამ ნაგვებმა ახლაც უკვე ციხის კადრების გავრცელება დაიწყეს, ამოჭრილის და ასე უნდათ გააბინძურონ და ამოსვარონ ტალახში ადამიანი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს.

მე თქვენ გეტყვით, მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი პუტინის რეჟიმის დუპლიკაცია, ეს არის ზუსტად ის, რასაც პუტინის რეჟიმი უკეთებს თავის მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ თავისუფალი ერი და ვერცერთი ადამიანი ვერ აიტანს იმას, რასაც ჩვენ დღეს გვკადრებენ" - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics