12:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 14:04:07, 731 ნახვა

საზოგადოება
პაატა ბურჭულაძე - მომეცით საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ციხეში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას ითხოვს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!!
მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა  და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში.
ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ:
საქართველოს არ შეიყვანთ ველურ ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს.მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება,რომლებსაც ვერ იტანს." - წერს ბურჭულაძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics