12:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 18:30:33, 512 ნახვა

საზოგადოება
მიქაელ ბოტკოველი - სააკაშვილმა დამავალა, პატრიარქს გადავცე, რომ შიმშილობას კვლავ გააგრძელებს

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წინა შეხვედრასთან შედარებით, წონაში მოკლებულია. 

„გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობა.

ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს მის უწმინდესობას. მან დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს.

წინა შეხვედრასთან შედარებით, აშკარად შევამჩნიე, რომ ის წონაში მოკლებულია. სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი და ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში. რომ გითხრათ რომ რაიმე განსაკუთრებული შევამჩნიე იმ მხრივ, რომ მას მეტყველება უჭირს ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. ის ჩვეულებრივ საუბრობდა.

მეც ვურჩიე მას, რომ იქნებ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მას აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ეს ჩემი კომპეტენციის სფეროს სცილდება”, - განაცხადა ბოტკოველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics