13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 16:46:24, 662 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მანდატები ვადამდელის მოთხოვნისთვის და სააკაშვილის მონახულებისთვის აუცილებელია

"ნაციონალური მოძროაბის" ერთ- ერთი ლიდერის, ქუთაისი მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იგი იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, დეპუტატებს მანდატები სჭირდებათ, იმისთვის, რომ  დაინიშნოს  ვადამდელი არჩევნები, მივიდნენ კენჭისყრაზე და ხმა მისცენ და ასევე იმისთვის, რომ მათ არ შეეზღუდოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულება.

„იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის ისევ იმ პოზიციაზეა და მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში. მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ხაზი უნდა გავუსვა, რა თქმა უნდა, მეც ეს ვუთხარი , პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და რაღაც პროცედურულ საკითხში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ვადამდელ არჩევნებზე დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც აუცილებელია. ასევე, ის, რაც მე ვუთხარი,  აუცილებელია მისი ნახვა, თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში და არ ჰქონდეს არავითარი საშუალება ჩვენთან კომუნიკაციის და, რა თქმა უნდა, ამაზე ეს არის ჩემი პოზიცია და ისიც იზიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს საშუალება.

რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი არ გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში მონახულებისთვის აუცილებელია ამ ბერკეტის გამოყენება.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics