17:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 22:09:11, 538 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ხვალ, როცა ოპოზიცია გამარჯვებულად გამოცხადდება, ჩემი სურვილი იქნება, სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი სურვილია, ხვალ, როდესაც ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად გამოცხადდებიან, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს. 

მელიას თქმით, ექსპრეზიდენტი ქვეყანას ჯანმრთელი და ცოცხალი სჭირდება. 

“რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა. იგი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი, არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს მელია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics