17:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 18:27:20, 465 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ დესტრუქციაზეორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი

მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ მოსახლეობას შავის და თეთრის გარჩევა არ გაუჭირდება.

„მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი. მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების მომავალი ჩვენივე ხელშია, ამიტომ თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი, მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნისა და ქალაქების მომავლის განსაზღვრაში. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩემს თანამემამულეებს შავისა და თეთრის გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველაფერი ცხადია და ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ არსებულ რეალობას, ამიტომ ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, უნდა მიხვიდეთ და საარჩევნო ყუთებთან გამოხატოთ თქვენი პოზიცია. გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე,“- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics