18:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 12:22:17, 569 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მჯერა, რომ ხალხი ხმას მისცემს სტაბილურობას და არა ქაოსს

მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს, იაქტიურონ, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„მე რა თქმა უნდა ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა, რაც ჩვენი მთავარი და საერთო ეროვნული იდეა და მიზანია. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ეს არის ჩემი სურვილი და მე მჯერა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი და მჯერა, რომ ამ არჩევნებით, რა თქმა უნდა, მოწოდებული ვართ, თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. მინდა ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მივმართო თხოვნით, რომ დღეს დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რაც არის მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics