|
2021-10-29 13:47:50, 603 ნახვა
პოლიტიკა
კლინიკების ასოციაცია სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის ციხისი საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ციხის საავადმყოფოს პირობებში ვერ განხორციელდება სრულფასოვანი სამედიცინო ინტერვენცია, რის გამოც შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი. "გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და ჯანდაცვის სამინისტროს პასპრტიზაციის კრიტერიუმების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ,,ციხის საავადმყოფო,, არ მიეკუთვნება არც ,,A,, არც ,,B,, და მითუმეტეს არც ,,C,, ტიპის სტაციონარულ კლინიკას, იგი განეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, კატეგორიას, სადაც სრულფასოვანი სტაციონარული დახმარება შეუძლებელია!, ასეთი ტიპის, ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და პაციენტის მცირე დროით დაყოვნება; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კლინიკების ასოციაცია კატეგორიული წინააღმდეგია შიმშილობის გვიან პერიოდში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, პირობებში, რადგან მსგავს პირობებში ვერ განხორციელდება სრულფასოვანი სამედიცინო ინტერვენცია, რის გამოც შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი, ამიტომ მსგავსი სიმძიმის პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი შერეული ტიპის მრავალპროფილურ სტაციონარში (ტიპი - ,,C,,). დამატებით გაცნობებთ, რომ ქ.თბილიში მსგავსი ტიპის სტაციონარებს მიეკუთვნებიან: ქირურგიის ეროვნული ცენტრი; ნიუ-ჰოსპიტალი; თოდუას სამედიცინო ცენტრი; ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა; ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი; ვივამედი; ამავედროს გაცნობებთ, რომ უმეტესი ამ კლინიკებისა დაცულია და შემოსაზღვრულია რკინის ღობით, გამომდინარე აქიდან მსგავსი კლინიკების ბაზაზე მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", – ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)