16:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 11:02:13, 723 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს

„ქართული ოცნების"  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ სხვადასხვა თაობის ზუგდიდელებთან ერთად საარჩევნო კამპანია შეაჯამა. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს იმ პრინციპულ განსხვავებებზე ესაუბრა რაც „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს ერთამეთისგან განასხვავებს. მამუკა წოწერიას განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა - ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს.

არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას   შორის ვაკეთებთ. 

ერთ მხარეს „ქართული ოცნება" და მისი გუნდი - ჩვენ ვართ,  ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების  სიყვარულით.  

მეორე მხარეს საკუთარ ხალხზე განრისხებული „ნაციონალური მოძრაობაა", ავტორიტარული მმართვის სტილით, რომლისთვის თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, ღირსების შელახვა და დანაშაული.

ზუგდიდი, რომლის წიაღიდანაც მოდის ჩვენი გუნდი, გამოირჩევა თაობებს შორის ურთიერთპატივისცემით, მადლიერებით ღვაწლმოსილი უფროსი და  მომავალი თაობებზე ზრუნვით. 

ჩვენმა ოპონენტმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაცვლად მადლიერებისა და დაფასებისა, შეურაცხყო ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი მშობლები. 

ზუგდიდი და მთელი საქართველო  ადამიანის ღირსების შელახვის და არაადამიანური წამების ლაბორატორიად აქცია, ეს გახლავთ სამალავებში აღმოჩენილ კასრებში მომწყვდეული სასტიკი რეალობა, და ადამიანებზე მოძალადე  ჯალათი, რომელიც საბოლოოდ ამ აგრესიული პარტიის სიმბოლო გახდა.

ეს არის ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენს წინაშე არსებული არჩევანი - „ქართული ოცნება" მისი თანმიმდევრული განვითარების გამოცდილებით და პერსპექტიული გეგმებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმითა და „ქართული ცნობიერებით". და „ნაციონალური მოძრაობა" რევანშის წყურვილით, უპერსპექტივობით და მძიმე წარსულით.

მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ თქვენი მსახურებისთვის და ღირსების გადამწყვეტი  ბრძოლისთვის, გვჯერა თქვენი დიდი მხარდაჭერის ამ ბრძოლაში და თქვენი კეთილგონიერების!

ჩემო ზუგდიდელებო, გელით 30 ოქტომბერს და სწორი არჩევანით გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!

მე ვიქნები თვქენი მერი, თქვენი მსახური და მეგობარი!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics