15:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 17:19:00, 1359 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონასა და ვენის მიმართულებით ფრენები განახლდება

31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით, კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, 2 ნოემბრიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულდებას ვენის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით განაახლებს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ.

„ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

ავსტრიაში გასამგზავრებლად კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ:


1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)
2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac)).

3. ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება  https://entry.ptc.gv.at/en

ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მიზნებისთვის პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დამატებით ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ, ვაქცინას რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი (მაგ. Johnson & Johnson) ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22 -ე დღეს 9 თვის განმავლობაში.“- ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics