|
2021-10-28 11:03:54, 691 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროექტი დაიწყო
თბილისის მერიის ინფორმაციით, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის კოლაბორაციით, თბილისში დაიწყო საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე. უწყების ცნობით, კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, ის რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა და პროექტიც ოფიციალურად დაიწყო. ლაბორატორიის გახსნას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და Roche Diagnostic-ის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლომსაძე დაესწრო. პროექტის მნიშვნელობაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს, კიბოს სკრინინგში არსებული მსოფლიოს თანამედროვე მიდგომები დანერგოს და უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რათა მოქალაქეებმა სრულფასოვანი და საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მაღალტექნოლოგიური კვლევების, კერძოდ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდის დანერგვამ ქალის ორგანიზმში აღნიშნული ვირუსის გამოვლენა შესაძლებელი გახადა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება წარმატებით დაიწყო. კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 30-60 წლის ქალები შეძლებენ, რომლებიც კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)