|
2021-10-27 20:15:50, 567 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას
ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ, ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში , რომ შეიტანონ აპარატურა კომპეტენტური პირები, რომ შეიტანონ ეს აპარატურა, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ პატიმრები, რაც საფრთხეს წარმოადგენს უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის. „ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეყვანა მილევად რეჟიმში და ყოფილიყო მინიმალური პირველადი დახმარების წყარო. ამის გამო მან, 2019 წლის ნოემბერში, გააუქმა ქირურგიის, ანესთეზიის, რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება. რეორგანიზაცია დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს. ციხის მე-18 დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება, რომლის მთავარ ექიმად ორი დღის უკან დაინიშნა მანანა ელექტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ ორი ქირურგი, მათ შორის ერთი ქირურგი, კოტე ჭანტურიაა, რომელიც სასჯელს იხდიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბავშვის გატაცებაზე და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის „ოცნების“ კოორდინატორი. მე ვსაუბრობ ქირურგზე, რომელიც იქ იმყოფება, ყოფილი პატიმარია და აქვს პირადი ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან. ასევე ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტგენს იღებს ლაბორატორანტი პორტატიული აპარატით. ასევე არის ორი ექიმი ფსიქიატრი. რა ხდება ახლა ამ კლინიკებში, სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე. ამას გარდა, ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ, ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში , რომ შეიტანონ აპარატურა კომპეტენტური პირები, რომ შეიტანონ ეს აპარატურა, ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის. დღეს კლინიკა „ვივა-მედმა“ დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან ორი წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 2000-მდე პატიმარი მკურნალობს „ვივა-მედში“, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებიც. კლინიკაში, როგორც გითხარით, არის ორი ფსიქიატრი, არის 40-ზე მეტი ფსიქიურად დაავადებული პატიმარი, აქედან უმრავლესობა, დაახლოებით ¾ გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები, მიდრეკილი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ. ფსიქიატრიული პატიმრებისთვის სამკურნალოდ აქ არავითარი პირობა არ არსებობს და ისინი წარმოადგენენ საშიშროებას გარე სამყაროსთვის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)