17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 12:41:08, 1040 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარის განაცხადებით,  2 ოქტომბერს არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.

„30 ოქტომბერს მუნიცპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გამიართება საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩასატარებლად.

მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა. ეს ის შეფასებებია, რაც არჩევნების დასრულებისთანავე გამოითქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ასევე პროფესიულ დონეზე დაასრულა არჩევნების შეჯამების პროცესი.

შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიების 63 ათასზე მეტ წევრს. მათ თავდაუზოგავად იშრომეს 2 ოქტომბრის არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ახლა კი წინ მეორე ტურია საარჩევნო ადმინისტრაცია 40 საოლქო საარჩევნო კომისია და დაახლოებით 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მინდა მივმართო საოლქო და საარჩევნო კომისის წევრებს მიუხედავად რა პროფესიული  ნიშნით არიან არჩეულები  არ დაიშურონ ძალისხმევა და  მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატარონ არჩევნები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics