|
2021-10-27 11:00:40, 1004 ნახვა
ეკონომიკა
ავტომობილების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში - ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ციფრული შოურუმი
ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი ,,ვოლვო ქარ საქართველო’’ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს. სასურველი მოდელის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის კომფორტულ გარემოსა და დროის მონაკვეთში შეგიძლიათ. ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ვირტუალურ შოურუმში მოსახვედრად რამდენიმე წამია საჭირო, სადაც ავტომობილებს დეტალურად დაათვალიერებთ. უბრალოდ კი არ ნახავთ, არამედ 360 გრადუსიანი სისტემით შეაფასებთ. ვოლვოს ონლაინ მაღაზიაში შვედური ავტომწარმოებლის SUV, სედანების და უნივერსალების სრული ხაზია წარმოდგენილი. ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ონლაინ მაღაზიაში მოდელის შერჩევა პირველი ეტაპია, რასაც ტესტ დრაივი მოჰყვება. ამისთვის, ამავე მისამართზე, ისევ დისტანციურად გაივლით რეგისტრაციას ტესტისთვის. შემდეგ კი თავისი მზრუნველი კონცეფციით გამორჩეული ბრენდის, ეკო-მეგობრული ავტომობილი შეგიძლიათ პირადად გამოსცადოთ. მარტივია ანგარიშსწორებაც, - ონლაინ მაღაზიაში Volvocar.ge გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. ,,ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. დისტანციური გაყიდვები კი მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ამას დაემატა პანდემია, რამაც ახალი საჭიროებები გააჩინა. დაგვიანების უფლება არც ჩვენ გვქონდა. შედეგად გაჩნდა ვოლვოს ონლაინ მაღაზია, რომელიც ახალი და ვფიქრობთ, თამამი ნაბიჯია ქართულ რეალობაში. ვცდილობთ, არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული სერვისებიც და ცხადია, ავტომობილი.“ - გაგა კოხრეიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი. კომპანიამ გაითვალისწინა ყველაფერი რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ვოლვოს მომხმარებლისთვის, - შეგიძლიათ ავტომობილის კონფიგურატორში მანქანა თქვენი გემოვნებით ააწყოთ, რომლის ჩამოყვანასაც ,,ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს. თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)