20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 20:57:49, 984 ნახვა

საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი ნიკა გვარამიას - ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, გაცემული იქნება რეკომენდაციები

ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით  უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანემა მარიამ ჯიშკარიანმა  "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. იგი ნიკა გვარამიას შეთავაზებას გამოეხმაურა.

როგორც ჯიშკარიანმა განმარტა სააკაშვილს ეუბნებიან უარს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, მულტიპროფილურ კლინიკაში, რისი რეკომენდაციაც გასცა კონსილიუმმა,  მისი თქმით, ამ უარით იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე.

"ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით  უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. 

რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ხელისუფლების სიჯიუტეს ეს არ არის ადეკვატური ქმედება, როდესაც ადამიანი სიცოცხლეზეა საუბარი, მაგრამ ვეცდებით, დაირღვეს ეს წრე. ჩვენ დავდებთ დასკვნას და შემდგომში ეს იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი გადაუდებელი ზომის 39-ე წესის გამოყენებით მიმართავს ადვოკატები ევროპულ სასამართლოს. 

ის, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან უარს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, მულტიპროფილურ კლინიკაში, რისი რეკომენდაციაც გასცა კონსილიუმმა, რომელიც თავად შექმნეს, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე.

მითუმეტეს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს არანაირი ალტერნატიული დოკუმენტი არ უჭირავს, რომელიც ამბობს, რომ ციხის საავადმყოფს აქვს რესურსი, მართოს ამდაგვარი პაციენტი.",-განაცხადა ჯიშკარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics