|
2021-10-26 14:29:01, 602 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითია,როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე „Future of Tourism Word Summit" მაღალი დონის მინისტრერიალზე სიტყვით გამოვიდა.- აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის სწრაფ ტემპზე და მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა. მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად მიმოიხილა "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორცილდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობის მნიშვნელობაზე. „მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა. გარდა ამისა ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში. რა თქმა უნდა აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის მონაწილეობა მიიღოს სამომავლოდ ტურიზმის სწორად დაგეგმვის პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა მიიღოს წამყვანი ტურისტული ქვეყნებიდან."-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა " სამიტი ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობენ."- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)