18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 13:15:47, 1131 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე „ნაცმოძრაობას“ მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების  მიმართვას და  საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში. 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საქმეებს, როდესაც საქმე ეხება მხარის ჯანმრთელობას, სიცოცხლის და გადარჩენის საკითხებს.

ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics