18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 12:03:02, 479 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სასწრაფო დახმარების 2  ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან, ჩხოროწყუსა  და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში  განთავსება თანამშრომლებს პირადად მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული  და  საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.

“სამედიცინო პერსონალის  პირობების გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტია. საქართველოში არსებული სასწრაფო სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები რეფერალური მანქანების დონეს შეესაბამება. ეს პაციენტების გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენი შემდეგი ეტაპი, სამედიცინო პერსონალში გადაუდებელი სწავლების დანერგვაა, რაც სამეციცინო მომსახურეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

შენობის გახსნას   სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია  და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.
სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics