11:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 11:57:44, 568 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

იტალიაში,  ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში" მფლობელი გახდა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე.

 საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route" მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას.

ღვინის კომპანია „შუმი" დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics