18:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 11:51:57, 516 ნახვა

საზოგადოება
ახალი სასწავლო მოდულები აგრარული მიმართულების უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს გააცნეს

სასწავლო მოდულის „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” გაცნობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, აჭარაში, აგრარული მიმართულების უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯების „ბლექსი” და „ახალი ტალღა”, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს, აგრარული მიმართულების პედაგოგებს, ხარისხის მენეჯერებსა და კოლეჯების დირექტორებს  „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის” კურსი და „კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი სოფლის მეურნეობა” გზამკვლევი გააცნო. 

კურსი მოიცავს საქართველოში აგროეკოლოგიური და კლიმატური ზონების მიმოხილვას; არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაცნობას; კლიმატის ცვლილების გავლენას სოფლის მეურნეობაზე; ასევე, კლიმატგონივრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას. პროფესიულ სასწავლებლებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსის დანერგვის მიზანი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შეფასების, აღნიშნული რისკების შემამცირებელი ღონისძიებების შემუშავების და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად, შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებაა.

ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია” ფარგლებში, საქართველოში პირველი სასწავლო მოდული შემუშავდა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics