18:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 22:30:18, 424 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შედეგს გაეცნო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული  მინათება დაათვალიერა.- ინფორმაციას თბილისი მერიაა ავრცელებს.

სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

„რამდენიმე ეტაპისგან შედგება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული მინათებით და ამშვენებს რუსთაველს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობის და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს  მდებარე  მაღალი საყრდენი კედლის  გამაგრებას და  საძირკვლის გაძლიერებას; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ისტორიული ღობეების რესტავრაცია -რეაბილიტაციას.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში  დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დასრულებულია შენობის სახურავის და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი; შენობის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენა; შენობის ბალუსტრადების უდიდესი ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები; შენობის კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის დეკორატიული განათების, სასახლის შესასვლელის და ტროტუარის მოწყობა.

პროექტის ღირებულებაა 33 მლნ 700 ათასი ლარი." -ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics