23:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 14:21:13, 715 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება ხალხის ჩამოსაყვანად

რამდენი კაციც ჰყავდათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება ოპოზიიცის კონტრაქცია.

კობახიძის თქმით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ საკუთარი ძალა.

„რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, ეს არის მესიჯბოქსი, რომელიც დაალაგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯაბელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ განსაჯეთ, ეს არის კონტრაქცია, თუ არის ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics