21:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 13:28:39, 430 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - კონსილიუმის დასკვნაში საუბარია მრავალპროფილურ კლინიკაზე, მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონსილიუმის ბოლო დასკვნაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე მულტიპროფილურ კლინიკაში, რაც არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას.

„ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები... მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას... ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა სამინისტროს განცხადებებსა და მედიკოსების კონსილიუმის რეკომენდაციებს შორის არ არსებობს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციაა. რაც შეეხება №18 სამედიცინო დაწესებულებას, ის მზად არის პაციენტის მისაღებად და, სპეციალისტების შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის პირველ რეკომენდაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულადაა შესრულებული.

„რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს პირველად, არის შესრულებული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ, რამდენადაც რეკომენდაცია ეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამ დეტალებზე არ ისაუბრებს. მინისტრმა კიდევ ერთელ გადაუხადა  მადლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში ჩართულ მედიკოსებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics