21:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 12:48:38, 413 ნახვა

საზოგადოება
მთავრობა 65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი  ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2012 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე  მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.
მთავრობამ, დღესვე დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „ფოლადის სახლისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, შპს „ფოლადის სახლს" ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად, სიმბოლურ ფასად, ერთ  ლარად გადაეცემა გარდაბანში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები. ფოლადის ნაწარმის საწარმოში, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2 წლის ვადაში შეიქმნება, 3 819 664 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics