02:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 14:54:00, 817 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს

მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს.- ასე პასუხობს შესახებ ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაცმოძრაობა" ვერცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.

მისი თქმით, ხელისუფლება იმდენ ზიზღს აფრქვევს და ამით "ნაცმოძრაობას" ეხმარება.

"მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის, კოალიციურ მთავრობასა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. მადლობა ბატონო ირაკლი, მართლაც გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით, იმდენად დიდი ზიზღის, ბოღმის და ბალღამის ფრქვევა მოდის თქვენგან, თბილისელებს ეს არ სჭირდებათ, ამიტომ რაც უფრო ბევრ პრესკონფერენციას ჩაატარებს, ჩვენ უფრო მადლიერები დავრჩებით", - თქვა ნიკა მელიამ. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics