|
2021-10-23 13:43:38, 707 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებზე - ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე, ისინი ამაში იღებენ ფულს
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან და ამაში ფულს იღებენ. "ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)