|
2021-10-23 12:48:14, 544 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დესტრუქციულ ძალებს არ დავუტოვებთ შანსს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ
ყველა მუნიციპალიტეტში, დაწყებული დედაქალაქიდან, ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის დრო დასრულდა და დესტრუქციულ ძალებს არ მიეცემათ საშუალება, ქვეყანა არიონ. „ერთი მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ამ დესტრუქციულ ძალებს, მათ არავითარი შანსი არ აქვთ და ჩვენ მათ არავითარ შანსს არ დავუტოვებთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა და ქაოსი. რევოლუციების, ქაოსის, ომების დრო ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამთავრებულია. მათი მთავარი ბოროტების შემოქმედი არის ციხეში და დიდხანს იჯდება ციხეში, ეს მინდა ვუთხრა ყველა პროვოკატორს და კიდევ ერთი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდად, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ მეორე ტური და ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება. მინიმუმ 3 წელი, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეალური პრობლემებზე ვიფიქროთ, ჩვენი მოსახლეობის პრობლემები მოვაგვაროთ, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი განვითარება და პროგრესი შევიტანოთ ყველა რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)