21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 16:55:36, 656 ნახვა

საზოგადოება
National Geographic Traveller აჭარაზე - აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა,“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

„რეგიონში 4 სხვადასხვა დაცული ტერიტორია და ნაციონალური პარკია: მაჭახელასა და მტირალას ნაციონალური პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. უკანასკნელ სამს, ცოტა ხნის წინ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა სამეგრელოს რეგიონში მდებარე კოლხეთის ნაციონალურ პარკთან ერთად. იუნესკოს სტატუსი ბოლო წლები ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ეკოსისტემის კონსერვაცია ყოველთვის იყო ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტთაგანი“.   

National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა მილიონობით გამომწერსა და მკითხველს ურჩევს სად წავიდეს, რა ნახოს და როგორ აღმოაჩინოს მსოფლიო. აჭარაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზი რეგიონის ეკოტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების მრავალფეროვნებაზე კეთდება. 

აჭარის რეგიონი ბევრი სათავგადასავლო, ეკო-ტურისტული, სოფლის და ველური ბუნების შესაძლებლობის მასპინძელია. აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის. ჰაიკინგი, ჯირითი, რაფტინგი, ზიპ-ლაინი, ქემფინგი, გლემფინგი, ფრინველებზე დაკვირვება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აქტივობებისა, რომლითაც აჭარაში ყოფნისას შეგიძლიათ ისიამოვნოთ“, ნათქვამია სტატიაში.

სტატია National Geographic Traveller-ის საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის დასასრულს მკითხველს აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ.

„იმოგზაურე აჭარაში, რომ თავად შეიგრძნო იმ ბუნებრივი სიმდიდრის მთელი დიდება, რომელსაც  იუნესკოს ბუნებრივი მემკივდრეობის სტატუსი მიენიჭა და ამით პირველია საქართველოში“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics