00:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 15:05:22, 837 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ - პარტიების მიმართ ზიზღის გამო, მზად არიან შეწირონ ადამიანების ინტერესი

პოლიტიკური პარტიების მიმართ ზიზღის გამო, მზად არიან, შეწირონ ადამიანების ინტერესი, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ოპოზიცია არ ჰკადრებს ამომრჩეველს ზიზღს, ბოროტებასა და გახლეჩას, რასაც მისივე თქმით, ამომრჩეველს მმართველი გუნდი სთავაზობს.

„პოლიტიკური პარტიების მიმართ ჯიბრის გამო, მზად არიან, შეწირონ ადამიანების ინტერესი, ანუ იძახიან, რომ მაგალითად სენაკელებო, თუ აირჩევთ ოპოზიციას, მე თქვენ ჯინაზე ვიმოქმედებ მერე. ეს არის ლუსტრაცია, თუ რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და რა უნდა კოალიციურ მმართველობას. თქვენ მეუბნებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები წაგების შემთხვევაში გაბედავენ, რომ ხალხის ინტერესები, ბიუჯეტის დამტკიცება იქნება თუ სხვა, ამის საბოტაჟს მოაწყობენ, ვერ გააკეთებს ამას ვერავინ და ამას დიდი პოლიტიკური ფასი ექნება. ვერ ვაკადრებთ ამომრჩეველს ზიზღს, ბოროტებას, გახლეჩას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, პარტიის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, „ნაბიჯს ვერ გადადგამს“, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics