21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 12:12:12, 537 ნახვა

საზოგადოება
საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკული მხარის მიერ სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL) სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

ღონისძიებას აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics