|
2021-10-22 12:09:59, 1113 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ინტერესი იზრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შოკოლადის ერთ-ერთ მსხვილ საწარმოში, კამილ ბლოხის (Camille Bloch) შოკოლადის ფაბრიკაში იმყოფებოდა. ფაბრიკის მფლობელმა, დანიელ ბლოხმა მინისტრს შოკოლადის წარმოების სრული ციკლი თავად გააცნო. - ინფორმაციას უწყება ავრცელებს. შვეიცარიის ქალაქ ქურთლარში არსებული კამილ ბლოხის ფაბრიკა შოკოლადის ექსპორტს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ახორციელებს. პროდუქცია გამორჩეული ტექნოლოგიით, თხილით, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკიდან იმპორტირებული კაკაოს მარცვლისგან მზადდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საქართველოში ქართული თხილის ბაღების გაშენება დაიწყო, რისთვისაც, ჯამში 15 მლნ ევრომდე ინვესტიციას განახორციელებს და სეზონურად 150-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ეს იქნება მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის პროექტი, რომელიც ქვეყანაში დამატებით ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა თანმიმდევრულმა აგროპოლიტიკამ საერთაშორისო ბაზრებზე თხილის სექტორის სანდოობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)