|
2021-10-22 11:58:53, 1387 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსით მსოფლიო ბანკის წევრ 20 საუკეთესო ქვეყანას შორისაა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, მსოფლიო მასშტაბით კი, 21-ე ადგილს იკავებს. შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი სკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია. „ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია... საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე - სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე", - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, „სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველდღიური პროცესია, ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით კი, გაიზარდა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და დაიხვეწა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა". „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ", - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონაცემით საქართველო ლიდერია შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, მსოფლიო მასშტაბით კი, უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას, ნორვეგიას, შვედეთს, ისრაელს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ა.შ.
მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა „SolAbility"-მ გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ 5 ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია: თანმიმდევრული მმართველობა (კრიტერიუმები: სახელმწიფო სერვისები, განათლების ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები), ინფრასტრუქტურა (კრიტერიუმები: ინვესტიციები, გზები და რკინიგზა, საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა), ბიზნესგარემო (კრიტერიუმები: ბიზნესის კეთების სიმარტივე, ბიზნესის რეგისტრაცია, სექტორული განვითარება), კორუფცია (კრიტერიუმები: კორუფციის ინდექსი, მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია), ფინანსური სტაბილურობა (კრიტერიუმები: ფინანსური მდგრადობა, ფინანსური შოკების გავლენა, ფინანსური რეგულაცია). მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება. კვლევა: https://solability.com/the-global-sustainable-competitiveness-index/the-index/governance-ca
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)