21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 18:07:01, 698 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში სიტყვით გამოვიდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება, ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხები საშუალოვადიან პერიოდში.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ, მოწვეულმა ექსპერტებმა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე აღნიშნა, რა, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ძირითადი აქცენტი სწორედ უნდა გაკეთდეს რეფორმებზე და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

მისი თქმით, რეფორმებმა იმპულსი უნდა მისცეს ეკონომიკას გაჯანსაღების პერიოდში, ასევე უნდა გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაციის ამბიციური გეგმა, რათა უფრო მეტად კერძო სექტორმა უზრუნველყოს ეკონომიკის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უნდა კვლავ წარმატებით გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირება და ხარჯების ეფექტიანობა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია, ქვეყნებმა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმებისადმი ერთგულება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics