21:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 13:31:20, 638 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

„ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის  მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს  გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ტურნირში გამარჯვებული ქალი მსჯავრდებულებისთვის დაჯილდოების ცერემონია  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს  ხელშეწყობით  გაიმართა  და  მას შეჯიბრში მონაწილე მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.
ქალ მსჯავრდებულებს  ტურნირში გამარჯვება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა  პირადად მიულოცა და საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახეობის პრიზი  გადასცა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის  ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდადი და ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics