22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 10:15:54, 556 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ყველა გამოწვევას მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას.

„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“ - აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს, გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს შემუშავებული თავდაცვის უწყების განვითარების ათწლიანი გეგმის პრიორიტეტები პარტნიორებთან შეთანხმებულია.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვისაც ბატონი თავდაცვის მდივანი დანიშვნის შემდეგ ესაუბრა. ჩვენ ვიმსჯელეთ პრიორიტეტებზე, ჩამოვყალიბდით, რომ უკვე შეთანხმებული ვართ და გამოვეცით ეს დოკუმენტი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics