03:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 20:10:11, 548 ნახვა

პოლიტიკა
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი შევიდა

აქ მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ მოხერხდება. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღეში. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყოფშიძემ , რუსთავის მეთორმეტე პენტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ ყოფიშიძემ განმარტავს, მან უნდა სააკაშვილთან უნდა გაიაროს მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი.

"როგორც კი შევალ  მაშინვე გავეცნობი მის ბოლო ანალიზებს და შემდეგ დაველაპარაკები დეტალებზე, თუ რა მოყვება ამ ჰოსპიტალიზაციას, რა უნდა გავაკეთოთ საავადმყოფოში, რა გადასხმები უნდა, ამ დეტალებს გავივლით. აქ მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ მოხერხდება. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღეში. მას უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი, რა გადასხმა შეიძლება დაჭირდეს, როგორ უნდა იწვეს, როგორ იქნება მისი ნახვის შესაძლებლობა და ყველა წვრილმანი. ალბათ, გარკვეული პერიოდი მოუწევს საავადმყოფოში ყოფნა, ერთდღიანი მემგონი არ იქნება", - განაცხადა ნიკოლოზ ყოფშიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics